გუსტავო პოიეტი
Aa
Aa

„კარგად მოვემზადეთ და საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით“ - გუსტავო პოიეტი

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გუსტავო პოიეტი:

გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების ისტორია ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან მაშინ მე საბერძნეთში არ ვყოფილვარ. თქვენი ნაკრების თამაში გავაანალიზეთ და თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ.

კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს და მისი თამაშის სტილს. არ მგონია, რომ სანიოლმა ასეთი მნიშნელოვანი თამაშის წინ სტილი განსაკუთრებულად შეცვალოს. კარგად მოვემზადეთ და თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით.

ორივე გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ხვალინდელ მატჩში გადამწყვეტი იქნება როგორ გაუძლებენ ეს ბიჭები ხვალინდელ მატჩს და როგორ გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელ თამაშში მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ. ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ. ორთაბრძოლებში შესვლას არ უნდა მოვერიდოთ.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი საკუთარ მოედანზე ყაზახეთს 5:0 მოუგო. წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები