მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„პატარა კაცის სინდრომი აქვს“ | რა თქვა ომალიმ დვალიშვილზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „შუგას“ თქმით, მისი გუნდი მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის ვარიანტისკენ იხრება და დიდი ალბათობით, „მანქანა“ სატიტულო ბრძოლას მიიღებს.

„მერაბის გაბრაზება მარტივია და ჩემი პოსტის მიზანი (მარაბი მინდა, 2025 წელი ლეგენდარული იქნება) სწორედ ეს იყო. მას პატარა კაცის სინდრომი აქვს და ძალიან მახინჯია, რამაც მის ცხოვრებაზე თავისი გავლენა მოახდინა.

ვინ არის შემდეგ? მერაბისკენ ვიხრებით, მაგრამ ჩემი და ილია თოფურიას ჩხუბი ოდესმე ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. შესაძლოა, ეს 2025 წლის ბოლოს მოხდეს, თუ გამარჯვებები ორივემ განვაგრძეთ. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ დვალიშვილს თავს ვარიდებ, მაგრამ ეს ასე არაა. არ ვუყურებ ამ ბრძოლას ისე, თითქოს ოქტაგონზე გასვლისას სერიოზული პრობლემები მექნება და საშიში მეტოქე მეყოლება. ასე თოფურიასთან ჩხუბს ვუყურებ. მერაბიც სახიფათოა. 5-რაუნდიანი კარდიო აქვს და გარანტირებულად იცი, რომ მაღალ ტემპში იჩხუბებს, მაგრამ მისი მსგავსი მებრძოლები წარსულში დამინოკაუტებია“.

შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა და „ჩიტო“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „შუგას“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 1 წაგებაა. „მანქანა“ მას 2018 წლიდან იწვევს და იმედი ვიქონიოთ, რომ შანსს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა
„საოცარი სტუმართმოყვარეობა“ | ბერძნული პრესა ქართული მხარის ჟესტს გამოეხმაურა