ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უკეთესი გუნდი გვყავს“ | საბერძნეთის ნაკრების ექს-მოთამაშე საქართველოსთან მატჩზე

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდროს ალექსიუმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის ეგიდით, საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ალექსიუმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ საბერძნეთის ეროვნული გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩენა უდიდესი წარუმატებლობა იქნება.

„საქართველო კარგი ნაკრებია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია და მიზანთან ახლოსაა. ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელიც ნაპოლის ღირსებას იცავს, სხვა მოთამაშეების გაკონტროლება კი შესაძლებელია. ვფიქრობ, წაგება უდიდესი წარუმატებლობა იქნება.

ჩემი აზრით, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე, უკეთესები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. საბერძნეთის ნაკრები და ბიჭები სათანადოდ დაღვინებული არიან, რათა ნახტომი გააკეთონ და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვონ“.

ცნობისთვის, 2023 წლიდან მოყოლებული, საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ ორ მეტოქესთან დამარცხებულა - ნიდერლანდები, საფრანგეთი. საქართველოს რაც შეეხება, ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან, „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ერთხელ წააგეს. 2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთმა მოიგო - 7:1.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე
„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე