გიორგი შაშიაშვილი
Aa
Aa

კვარა და შეშლილი ქომაგებით სავსე სტადიონი - შაშიაშვილი ბერძნულ მედიას ესაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული „ერგოტელისის'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი ბერძნულ Gazzetta-ს საქართველო-საბერძნეთის მოახლოებულ შეხვედრაზე ესაუბრა.

„ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე კონცენტრირებულნი არ უნდა ვიყოთ, რადგან საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, ტაქტიკურად გამართული. ამგვარად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოემზადონ. შანსები თანაბარია, მაგრამ საშინაო კედლები გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება.

ვფიქრობ, ლუქსემბურგი ყაზახეთზე უკეთესი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია არ ჰყავდა, ლუქსემბურგთან ძალიან კარგად ითამაშა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

2004 წელს საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა ეს წარსულია და ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ სამშაბათის მატჩია. დღეს, საბერძნეთის ნაკრებს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ჩვენთვის რთული თამაში იქნება.

მჯერა, ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებენ. ქართველი ქომაგები რამდენიმე ათწლეულია დიდ ფორუმზე თამაშის მოლოდინში არიან.

ვფიქრობ, დიდ ტურნირზე თამაშს ვიმსახურებთ. სტადიონი შეშლილი ქომაგებით სავსე იქნება. ამგვარად, საშინაო კედლები დიდი უპირატესობაა. ასევე, ჩვენ გვყავს კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა’’.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები