საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი
Aa
Aa

საქართველო vs საბერძნეთი | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს სუპერკომპიუტერმა პროგნოზი შემოგვთავაზა და გუნდების შანსებზე ისაუბრა.

„Opta-ს სუპერკომპიუტერი იხრება იმისკენ, რომ საბერძნეთი საქმეს 90 წუთში მოამთავრებს და 10 000 სიმულაციიდან 42.3 პროცენტში, ბერძნები ევროპის ჩემპიონატზე გადიან. საქართველოს ნაკრები უიმედოდ არაა და ჩატარებული სიმულაციების 32.3 პროცენტში მათ იმარჯვეს, ხოლო 25.4 პროცენტში, შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. თუ გავითვალისწინებთ თბილისში შექმნილ ატმოსფეროსა და გულშემატკივრობას, რომელსაც საქართველო ტრიბუნებიდან იღებს, დამატებითი დროის დანიშვნით ჯვაროსნები ძალიან უკმაყოფილო არ უნდა იყვნენ“.

ცნობისთვის, 2023 წლის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ ორ მეტოქესთან დამარცხებულა - ნიდერლანდები, საფრანგეთი. საქართველოს რაც შეეხება, ბოლო 12 საშინაო შეხვედრიდან, „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ერთხელ წააგეს. 2023 წლის 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთმა მოიგო - 7:1.

21 მარტს, საბერძნეთის ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საკუთარ კედლებში 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული კი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე