ფენერბაჰჩე ახალ ჩემპიონატს ეძებს | დიდი არეულობა თურქულ ფეხბურთში
Aa
Aa

ფენერბაჰჩე ახალ ჩემპიონატს ეძებს | დიდი არეულობა თურქულ ფეხბურთში

თურქეთის სუპერ ლიგის 30-ე ტურში, „ფენერბაჰჩე“ სტუმრად „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდა. „შავ-ყვითლებმა“ დრამატულ შეხვედრაში იმარჯვეს და 87-ე წუთზე, მიჩი ბაჩუაის გოლით 3:2 მოიგეს. „ფენერის“ ფეხბურთელებმა გამარჯვება მოედანზე აღნიშნეს, რასაც მასპინძელთა ქომაგების რისხვა მოჰყვა. ისინი მოედანზე შეიჭრნენ და სცადეს, მოთამაშეებს ფიზიკურად დაჰპირისპირებოდნენ.

„ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელებმა თავი დაიცვეს და ინციდენტის ამსახველმა კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა. თურქულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ მომხდარის გამო, „ფენერი“ რადიკალური ზომების მიღებას არ გამორიცხავს და ერთ-ერთ ვარიანტად ჩემპიონატის გაგრძელებაზე უარის თქმა მოიაზრება.

ცნობილი თურქი ჟურნალისტის, ერთემ შენერის ინფორმაციით, „ფენერბაჰჩე“ სუპერ ლიგაში თამაშზე უარის თქმაზე სერიოზულად ფიქრობს. კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი ჩემპიონატის ძიება დაიწყეს და ბელგიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის საფეხბურთო ოჯახში გადასვლის იდეები განიხილეს.

ცნობისთვის, 2 აპრილს, „ფენერბაჰჩეს“ ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ დღეს იქნება მიღებული. თურქულ პრესაში ვარაუდობენ, რომ კლუბი რადიკალურ ზომებს არ მიიღებს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დაბრუნებით მოლოდინი იზრდება“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩაზე და ფინალზე
„მისი დაბრუნებით მოლოდინი იზრდება“ - ნონა გაფრინდაშვილი ხვიჩაზე და ფინალზე