გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს“ | AS-ი მამარდაშვილზე და ფინალზე

AS-მა „ვალენსიას“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე დაწერა. ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა ყურადღება საბერძნეთთან ჩანიშნულ შეხვედრაზე გაამახვილა, „მამარდა“ შეაქო და საკუთარ მკითხველს შეახსენა, რომ გიორგის ისტორიულ შედეგამდე ერთი მატჩი აშორებს.

„გიორგი მამარდაშვილი 23 წლისაა და ღრუბლებში იმყოფება. ვალენსიას ფეხბურთელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა და მისი წონა გუნდშიც იზრდება. ის Transfermarkt-ზე 35 მილიონ ევროდაა შეფასებული და არა მხოლოდ ღამურების, არამედ ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

მამარდაშვილი ვალენსიას წარმატებული სეზონის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, საქართველოს ნაკრებში კი ისტორიის დაწერამდე 1 მატჩი აშორებს. მისი გუნდის მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია და თუ საბერძნეთის ნაკრებს დაამარცხებენ, მამარდაშვილი გერმანიაში გაემგზავრება. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი სასტიკი დაპირისპირება იქნება, რომელშიც თუ საჭირო გახდა, დამატებითი დრო და პენალტების სერია დაინიშნება. გიორგი ნაკრების ერთ-ერთი ბურჯია და ლუქსემბურგთან გამართულ შეხვედრაში გადამწყვეტი იყო“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის წინააღმდეგ, „მამარდამ“ რთული ბურთი მოიგერია და მის ანგარიშზე 1 სეივი იყო. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალს რაც შეეხება, „ჯვაროსნებისა“ და „ლურჯ-თეთრების“ მატჩი 26 მარტს, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე
„უნდა მოვიგოთ, რადგან ქართველებზე მაღლა ვდგავართ“ - რას ამბობენ საბერძნეთში ფინალზე