კაფუს გაკოტრება ემუქრება - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კრედიტორები აწუხებენ
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკუს ევანჯელისტა, იგივე კაფუ გაკოტრების პირასაა. 53 წლის ვეტერან ფეხბურთელს სამი მსხვილი ვალი აქვს დასაფარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ანგარიშებს დააყადაღებენ და ბანკროტად გამოცხადდება.
ერთ ბანკში კაფუს დავალიანება მილიონ 800 ათას ევროს, მეორეში კი მილიონახევარ ევროს შეადგენს, რომლის დასაფარადაც მას საკმარისი დრო ჯერ კიდევ აქვს. ყველაზე სასწრაფო კი Banco Industrial-ის დავალიანებაა, რომლის გადასახდელად მას 777 ათასი ევრო სჭირდება. პრობლემების მოსაგვარებლად, ფეხბურთელს სან პაულუს სახლში არსებულ ქონებას აუქციონზე უახლოეს დღეებში გაუყიდიან, რომელიც ჯამში 7.4 მილიონ ევროდ არის შეფასებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოდ ამდენი თანხა შეგროვდეს.
კაფუ წლების მანძილზე ბრაზილიის ნაკრების, „რომასა“ და „მილანის“ დაცვის ლიდერად ითვლებოდა. 1994 და 2002 წლებში კი სელესაოს შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.