გილერმო დენის ბელტრანი
Aa
Aa

ტრაგედია ბოლივიაში - ფეხბურთელი ვარჯიშისას გარდაიცვალა

ბოლივიის საფეხბურთო კლუბის „რეალ სანტა-კრუსის“ კოლუმბიელი ლეგიონერი გილერმო დენის ბელტრანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. საწვრთნელი პროცესისას მან გონება დაკარგა, რის გამოც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 24 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობა დასახელდა.

 მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, „რეალ სანტა-კრუსის“ ხელმძღვანელებმა ფეხბურთელის ოჯახს მიუსამძიმრეს და ფულადი კომპენსაციის სახით მოთამაშის მომდევნო ორი წლის ხელფასი ჩაურიცხეს. ბოლივიაში კი მომდევნო ორ დღეში გასამართი მეორე ლიგის შეხვედრები გადაიდო.

 ბელტრანს კარიერის განმავლობაში სულ 24 მატჩის ჩატარება მოასწრო და მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ლივერპული'' იაპონელს შეუთანხმდა:მინამინო ''ენფილდზე'' ითამაშებს
''ლივერპული'' იაპონელს შეუთანხმდა:მინამინო ''ენფილდზე'' ითამაშებს