„არ ვფიქრობ, რომ ფინალის საქართველოში თამაში ვინმეს გაუხარდეს“ - კვარა საბერძნეთთან მატჩზე
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებთან გასამართ ფინალურ მატჩამდე მორიგი ვარჯიში გამართა. ვილი სანიოლმა გუნდი კვლავ საგურამოში მდებარე „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. ჩვენი გუნდის ფრანგი დამრიგებლის განკარგულებაში უკლებლივ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი იყო.
სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან მოახლოებულ მატჩზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია:
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი 26 მარტს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.