გიორგი დევდარიანი, გიორგი ოქროპირიძე
Aa
Aa

დევდარიანი საქმიანობას დაუბრუნდა

ცნობილი ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი გიორგი დევდარიანი საქმიანობას დაუბრუნდა. მან „სიონში“ გიორგი ოქროპირიძე შეცვალა, რომელიც ბოლნისის კლუბს ბოლო წლების განმავლობაში ამზადებდა. ამ უკანასკნელმა პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობით ახსნა.

დევდარიანმა სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო და მას შემდეგ უამრავ ადგილას მუშაობდა. ყველაზე დიდ წარმატებას მან საქართველოს 17-წლამდე ნაკრებსა და გორის „დილაში“ მიაღწია. ასაკობრივი გუნდი მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში, გორის კლუბი უეფას თასის პლეი-ოფში გავიდა.

სამი ტურის შემდეგ „სიონი“ სამი ქულით კრისტალბეთ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. დევდარიანის დებიუტი ბოლნისის კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 31 მარტს, სტუმრად ხობის „კოლხეთთან“ შეხვედრაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დევდარიანი საბურთალოში? - თეთრაძის შეცვლის მთავარი კანდიდატია
დევდარიანი საბურთალოში? - თეთრაძის შეცვლის მთავარი კანდიდატია