Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
ლაშა ბექაურმა ფინალამდე პირველ წრეში დაისვენა, მეორე წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ თაბილოვთან გაიმარჯვა, 1/8 ფინალში ამერიკელი ჯონ ჯეინი გამოთიშა ასპარეზობას, 1/4 ფინალში რუმინელ ალექს კრეტს მოუგო, ნახევარფინალში კი ბერძენ თეოდოროს ცელიდისს სძლია.
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. გასულ წელს, ბექაურმა ქართულ ფინალში ლუკა მაისურაძე დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
შეგახსენებთ, დღესვე მედლისთვის კიდევ 3 ქართველი იბრძოლებს. -100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს მიხეილ ჯაფარიძე შეუტევს, +100 კგ. წონაში კი ოქროს მედლის მოპოვებას გურამ თუშიშვილი ეცდება, ბრინჯაოს მედლისთვის კი საბა ინანეიშვილი იბრძოლებს.
ამ დროისთვის, თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს მედალია. ლაშა ბექაურის გარდა ტურნირის გამარჯვებულიები ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ.