პარასპორტსმენების ექვსი მედალი მსოფლიოს თასზე
ეგვიპტეში გამართული პარაწოლჭიმის მსოფლიოს თასის გათამაშება ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი მედლით დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, ტურნირის ბოლო დღეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ლაცაბიძე ავიდა, რომელმაც ჯამში 638 კილოგრამი დაძლია. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში აკაკი ჯინჭარაძემ მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება იაგო გორგოძეს, მან ოქროს მედალი სამი ცდის ჯამში 560 კილოგრამის დაფიქსირების შედეგად მოიგო.
ვერცხლის პრიზიორი გახდა მაკა კვინჩია, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მესამე საპრიზო ადგილი კი შოთა ომარაშვილმა დაიკავა. ასევე ბრინჯაოს პრიზიორობა იზეიმა მეორე დისციპლინაში ჯინჭარაძმე, რომელმაც ტურნირი ჯამში ორი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა.