საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, გუსტავო პოიეტი, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფი
Aa
Aa

პოიეტი ცვლილებებს არ გეგმავს - ბერძნული მედია სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს

ბერძნული Sport 24-ის ცნობით, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი შემადგენლობაში ცვლილებებს არ აპირებს.

ურუგვაელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებთან შემადგენლობას არ შეცვლის და საქართველოსთანაც ის მოთამაშეები დაიწყებენ, ვინც ყაზახეთთან ითამაშა, სქემა 4-3-3 იქნება: ვლახოდიმოსი (ნოტინგემ ფორესტი), ბალდოკი (შეფილდ იუნაიტედი), ჰატციდიაკოსი (კალიარი), მავროპანოსი (ვესტ ჰემ იუნაიტედი), ციმიკასი (ლივერპული), მანტალოსი (აეკ), ბაკასეტასი (პანათინაიკოსი), კურბელისი (კარაგუმრუკი), პელკასი (ბაშაკშეჰირი), მასურასი (ოლიმპიაკოსი), იოანიდისი (პანათინაიკოსი).

როგორც ხედავთ, ბერძენთა სასტარტოში 4 ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგიდანაა (ვლახოდიმოსი, ბალდოკი, მავპროპანოსი, ციმიკასი), 1 მოთამაშე იტალიის სერია A-დან არის (პატციდიაკოსი), 7 თურქეთის სუპერლიგიდან და 4 საბერძნეთის ჩემპიონატიდან.

საინტერესოა რომ ყაზახეთთან ნახევარფინალურ შეხვედრაში, როცა საბერძნეთი 4:0-ს იგებდა, პოიეტმა მარცხენა მცველი ბალდოკი შეცვალა, „შეფილდ იუნაიტედის'' მარჯვენა მცველი დაასვენა, რადგან მას ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მოუწევს თამაში, თუმცა საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია მხოლოდ მარცხენა ფლანგზე არ მოქმედებს, თავისუფლება აქვს და სავარაუდოდ სხვადასხვა ეპიზოდებში მისი განეიტრალება ოთხივე მცველს მოუწევს.

პოიეტმა ცენტრალური მცველი ჰატციდიაკოსიც შეცვალა, თუმცა როგორც ბერძნული მედია წერს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა და მოედნიდან ამიტომ გაიყვანა. ამჟამად, ჰატციდიაკოსი თამაშისთვის 100 პროცენტით მზადაა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები