ბაიერნი, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

მბაპე: “ყველაფერს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაიგებთ“

ამხანაგური მატჩის ეგიდით, საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა კილიან მბაპეს კვლავ თავის მომავალზე დაუსვეს კითხვები, რაზეც ფრანგმა სუპერვარსკვლავმა უპასუხა:

მბაპე:

„ხალხი ჩემი მომავლის შესახებ ინფორმაციას ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ გაიგებს. ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მშვიდად ვარ და ვფიქრობ, ხალხიც მშვიდად იქნება.

„პარი სენ ჟერმენში“ ჩემი მომავალი განხილვის საგანი აღარ არის, რადგან იქ ამაზე აღარავინ მესაუბრება. მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მშვიდად ვიყო, რადგან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად დიდებული საქმეები უნდა გავაკეთო.“

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალსა“ და კილიან მბაპეს შორის შეთანხმება შედგა. პსჟ-ს ვარკსვლავი „სამეფო კლუბში“ მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, თუმცა ის „რეალში“ გადასვლის გამო 100+ მილიონი ევროს ბონუსის სახით მიიღებს.

ასევე, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მადრიდულმა გამოცემამ გვამცნო, რომ მბაპე „ბლანკოსს“ ყოველწლიურ ანაზღაურებაზეც შეთანხმდა. მისი ხელფასი ზუსტად იმდენი იქნება, რამდენიც ვინისიუს ჯუნიორს და ჯუდ ბელინგემს აქვთ.

შეგახსენებთ, „სამეფო კლუბის“ გარშემო კიდევ ერთი ვარსკვლავის სახელი ისმის. კარლო ანჩელოტის გუნდს ალფონსო დევისს უკავშირებენ. კანადელ უკანახაზელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წელს უმთავრდება და გახანგრძლივებას არ აპირებს. „ბლანკოსი“ მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და თუ „რეკორდმაისტერი“ ამას არ დათანხმდება ფლორენტინო პერესი მომავალი წლის ზაფხულს დაელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტირილს არ ვაპირებ, თავს ვიკავებ“ - ენდრიკი ისტორიაში შევიდა
“ტირილს არ ვაპირებ, თავს ვიკავებ“ - ენდრიკი ისტორიაში შევიდა