გურამ თუშიშვილი, ლაშა ბექაური, საბა ინანეიშვილი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი, მიხეილ ჯაფარიძე
Aa
Aa

თუშიშვილი და ბექაური თბილისის გრანდ სლემის ფინალში გავიდნენ

ძიუდოში, თბილისის გრანდ სლემზე გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური ფინალში გავიდნენ.

გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) ნახევარფინალში ყაზახი ყაზიბაიევი დაამარცხა და ფინალში უშანგი კოკაურს შეხვდება, რომელიც წარმოშობით ქართველია.

ნახევარფინალამდე გურამ თუშიშვილმა გერმანელი ერიკ აბრამოვის (იპონით), მონღოლი უსუხბაიარისა (იპონით) და სლოვაკი მარიუს ფიზელის (იპონით) ბარიერი დაძლია. ამავე წონაში, მესამე ადგილისთვის საბა ინანეიშვილი იბრძოლებს.

ლაშა ბექაურმა (-90 კგ.) ნახევარფინალში ბერძენ ცელიდისს იპონით მოუგო და ფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალამდე ლაშა ბექაურმა აზერბაიჯანელი თალიბოვი (2 ვაზარით), ამერიკელი ჯონ ჯეინსი (იპონით) და რუმინელი ალექს კრეტი (2 ვაზარით) დაამარცხა.

- 100 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიხეილ ჯაფარიძე ვაზარით დაამარცხა. ჯაფარიძეს ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები