სიკვდილამდე ოცნება აისრულა - ერიქსონის დაუვიწყარი საღამო
რამდენიმე თვის წინ, სვენ-გორან ერიქსონმა განაცხადა, რომ მძიმე დაავადების გამო 1 წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ცხოვრების მთავარი ოცნება, რაზეც შვედმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება „ლივერპულის“ გაწვრთნა სურდა.
ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულის“ ლეგენდები „აიაქსის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებოდნენ. გუშინ კი აღნიშნული შეხვედრა გაიმართა და მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი სვენ გორან ერიქსონი იყო, რომელმაც გარკვეულწილად ოცნება აიხდინა. მატჩი „ლივერპულის“ ლეგენდების გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ერიქსონმა განაცხადა:
„დღეს ყველა გამარჯვებულები ვართ. ლამაზი და დაუვიწყარი საღამო მივიღეთ. ყველაფერი You will Never Walk Alone-ით დაიწყო და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ, ისინი 20 წლისები აღარ არიან, მაგრამ ამას ხელი არავისთვის შეუშლია. ეს ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული მოგონებაა.“
შეგახსენებთ, რომ ერიქსონმა სამწვრთნელო კარიერა 1977 წელს „დეგერფორსში“ დაიწყო და 2019 წელს ფილიპინებში დაასრულა. სხვადასხვა დროს კი „ლაციოს“, „რომას“ „ბენფიკას“, „მანჩესტერ სიტის“, „ლესტერის“ მექსიკის და ინგლისის ნაკრების მწვრთნელი იყო.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა