ენდრიკი
Aa
Aa

“ტირილს არ ვაპირებ, თავს ვიკავებ“ - ენდრიკი ისტორიაში შევიდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები უემბლიზე ამხანაგური მატჩის ეგიდით ინგლისს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება დიდად გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი კონკრეტული ფაქტი. „სელესაოს“ მხრიდან ერთადერთი გოლი ენდრიკის ანგარიშზეა, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ენდრიკი გახდა მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც „სელესაოს“ რიგებში გოლი გაიტანა. მასზე წინ კი ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც პელე(16 წლის და 257 დღის), ედუ(16 წლის და 306 დღის) და რონალდო(17 წლის და 228 დღის) არიან. ენდრიკმა კი გოლის გატანა 17 წლის და 228 დღის ასაკში მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „რეალის“ მომავალმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

„ჩემი ოჯახი, შეყვარებული და აგენტები აქ არიან. არ ვიტირებ თავს ვიკავებ. ეს რაღაც განსაკუთრებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. ბრაზილიის ნაკრებით ვიდეო თამაშებში ვთამაშობდი და ახლა მე თვითონ ვთამაშობ ბრაზილიის ნაკრებში. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ გახლავთ ამ დღეზე სულ ვფიქრობდი. გავა წლები და ეს დაუჯერებელ მოგონებად იქცევა“

ცნობისთვის, გასულ წელს მადრიდის „რეალმა“ 17 წლის შემტევის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადა და მომავალი სეზონიდან „სამეფო კლუბის“ ღირსებას დაიცავს, თუმცა, თუ ბრაზილიურ მედიას დავუჯერებთ, შესაძლოა „ბლანკოსმა“ ენდრიკი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით კიდევ ერთი წლით „პალმეირასში“ დატოვოს.

რაც შეეხება ენდრიკის ბრაზილიურ კარიერას, „პალმეირასის“ პირველ გუნდში 2022 წლის პირველი იანვრიდან თამაშობს. დღემდე მან ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის შეთავაზება ბარსას - 100 მილიონი ევრო რაფინიას სანაცვლოდ
ალ ჰილალის შეთავაზება ბარსას - 100 მილიონი ევრო რაფინიას სანაცვლოდ