ბარსელონა, ნაპოლი, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

ლობოტკა ბარსელონაში? - ლაპორტას და დეკუს პირადი ინტერესი აქვთ

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ამის პარალელურად, როგორც ჩანს ჟოან ლაპორტა გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს. AreaNapoli-ს ინფორმაციით, ბარსას პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი დეკუ აქტიურად განიხილავენ სტანისლავ ლობოტკას ტრანსფერს.

მერვედფინალური მატჩის შემდეგ, ლობოტკას მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. სლოვაკი ნახევარმცველი „ნაპოლის“ ნახევარდაცვის მთავარი ფეხბურთელია.

ამ მომენტისთვის, თუ Transfermarkt-ს დავუჯერებთ, ლობოტკას სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა და „პარტენოპეისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წელს იწურება.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს და ფეხბურთელების ყიდვა უჭირს, თუმცა გუშინ Sport-მა დაწერა, რომ „ალ ჰილალი“ რაფინიას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ამზადებს.

თუ ბრაზილიელი სუადის არაბეთში გადავა, კატალონიურ გრანდს ლობოტკას ტრანსფერისთვის ფული აუცილებლად ექნება. ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბარსას პრიორიტეტი სწორედ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება. სტანისლავი კი ერთ-ერთი ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი „ნაპოლის“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 154 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოსო ტყემალაძე: ახლა უკვე მსოფლიო ითხოვს, რომ 6 ერის წევრი გავხდეთ
სოსო ტყემალაძე: ახლა უკვე მსოფლიო ითხოვს, რომ 6 ერის წევრი გავხდეთ