ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

OneFootball: “გუარდიოლა ხვიჩას შეძენას განიხილავს“

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტი“ აკვირდება. მეტიც, „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ განმეორებითი მატჩის დროს, „ქალაქელების“ სკაუტი სპეციალურად ქართველი ფეხბურთელის სანახავად კატალონიაში ჩავიდა.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ინტერესის შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა OneFootball წერს.

OneFootball:

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში 10-12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ ის სწრაფად განვითარდა და იტალიის ჩემპიონატში საიმედო შემტევად ჩამოყალიბდა.

ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის საშუალოდ თამაშში 3.5 დარტყმას, 1.7 საკვანძო პასს და 3.2 დრიბლინგს აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მას ასევე შეუძლია იმოქმედოს, როგორც თავდამსხმელმა ან შემტევმა ნახევარმცველმა.

კვარაცხელია შეტევაში კრეატიული არჩევანია, რადგან მან კარგად იცის, როგორ გახსნას მოწინააღმდეგის დაცვა. მას დრიბლინგის შესანიშნავი უნარები აქვს და ზუსტ პასებს აკეთებს. ხვიჩა ევროპის ნებისმიერი კლუბისთვის შესანიშნავი არჩევანია.

ამის პარალელურად პეპ გუარდიოლა ჯეკ გრილიშის მიმართ რწმენას კარგავს. ამის გამო ესპანელმა მწვრთნელმა მარცხენა ფლანგისთვის სხვა ვარიანტების შესწავლა დაიწყო. პეპი ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას განიხილავს, რათა შეტევა გააძლიეროს.

მანჩესტერში კარგად ესმის, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას მარტივად არ გაუშვებს, რადგან, როგორც ცნობილია „პარტენოპეის“ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს. ამიტომ, მათ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს მომგებიანი გარიგება უნდა შესთავაზონ, რომლის შემდეგაც აურელიო დე ლაურენტისს სხვა არჩევანი არ ექნება.“

OneFootball-ის დაწერილი ბოლო წინადადება, რომელიც დე ლაურენტისის არჩევანს ეხება გვახსენებს ქართველი ფეხბურთელის აგენტის მამუკა ჯუღელის სიტყვებს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კვარა „ნაპოლის“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ისეთი წინადადება მოვა, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩას სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონი ევროს აღება სურს. მიუხედავად OneFootball-ის მყარი არგუმენტებისა, იტალიური მედია ბოლო პერიოდში აქტიურად წერს, რომ კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დარჩენა გადაწყვიტა და ახალ კონტრაქტს ელოდება, რომლის გაფორმების შემდეგ, მისი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბიჭების თავდადებამ მოლოდინს გადააჭარბა - 17-წლამდე ნაკრების შეფასებები
ბიჭების თავდადებამ მოლოდინს გადააჭარბა - 17-წლამდე ნაკრების შეფასებები