ლევან კუტალია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მათ აქვთ ძალა, კლასი და გამბედაობა - კუტალიას ეროვნული ნაკრების ეიმედება

ბათუმის „დინამოს'' 34 წლის ფორვარდმა ლევან კუტალიამ საქართველო-საბერძნეთის მოახლოებულ დაპირისპირებაზე Facebook-ში დაწერა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ეიმედება, რომ ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებენ და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ.

ლევან კუტალია: „მოკლედ ვიტყვი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს 26 მარტის თამაშს ჩვენი ჩემპიონატისთვის, ჩვენი ფეხბურთელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, უბრალოდ მოქალაქებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის თამაშია და მე იმედი მაქვს პირველად ისტორიაში ამ დიდ საქმეს გავაკეთებთ, რასაც ევროპის ჩემპიონტზე გასვლა ჰქვია, მე მეიმედება ჩვენი ბიჭების, ჩემი კოლეგებისა და მეგობრების, მათ აქვთ ის ძალა, კლასი და გამბედაობა, რომ საბერძნეთი საკუთარ კედლებში დავამარცხოთ და ერთად ვიზეიმოთ სანატრელი გამარჯვება, წინ საქართველო, მე ვარ საქართველო''.

ფლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მასალაში გამოყენებულია Nakrebi.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები