გიორგი ჩიტაური, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ნიკოლოზ ჩიქოვანი, მათე შათირიშვილი, გიგი გლუნჩაძე
Aa
Aa

ბიჭების თავდადებამ მოლოდინს გადააჭარბა - 17-წლამდე ნაკრების შეფასებები

ფეხბურთში, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში თურქეთი დაამარცხა (1:3). 

66-ე წუთზე მათე შათირიშვილმა ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა ანგარიში ორამდე გაზარდა, საგოლე პასი რეზი დანელიას ანგარიშზეა. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე კიბილაი გულმენმა ანგარიში თავური დარტყმით შეამცირა. მეორე ტაიმის მე-13 დამატებულ წუთზე დოლტმურზიევის საგოლე პასით ლაშა ხუციშვილმა მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური CrystalSport-ს ესაუბრა. მასთან ერთად კომენტარები გიგი გლუნჩაძემ, ნიკოლოზ ჩიქოვანმა და მათე შათირიშვილმა გააკეთეს.

გიორგი ჩიტაური

 

გიგი გლუნჩაძე

 

ნიკოლოზ ჩიქოვანი

 

მათე შათირიშვილი

პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში სერბეთთან 0:2 დამარცხდა. 

2 ტურის შემდეგ დანია 4 ქულით პირველზეა, სერბეთისა და საქართველოს აქტივში 3-3 ქულაა, თურქეთი 1 ქულით აუტსაიდერია. პირველადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი საუკეთესო მეორეადგილოსნებში მოხვედრის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მესამე ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდი დანიას შეხვდება. მატჩი კვლავ ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე’’ 26 მარტს გაიმართება (17:00).

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კვიპროსზე გაიმართება (20 მაისი - 5 ივნისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები