სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის ნაკრები
Aa
Aa

სოსო ტყემალაძე: ახლა უკვე მსოფლიო ითხოვს, რომ 6 ერის წევრი გავხდეთ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია „იმედთან'' საქართველოს ნაკრების 6 ერში შესვლის თაობაზე ისაუბრა. ტყემალაძის თქმით, ამ მხრივ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ელიტაში შესვლის ზუსტი თარიღის დასახელება კვლავ რთულია. 

სოსო ტყემალაძე: „ქართული რაგბის განვითარება ბატონი ბიძინას (ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს) ქველმოქმედებამ განაპირობა. მისმა ქველმოქმედებამ პროცესები ძალიან დააჩქარა. ვეტერანებს მოედანი არ ჰქონდათ, ქვებსა და ხრეშზე დარბოდნენ. აღარ ჩამოვთვლი იმ ბიჭებს, რომლებმაც საქართველოს რაგბის კავშირი დააფუძნეს. ყველა მათგანის წვლილი დიდია.

6 ერთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ მუშაობაში ვართ, ქვეყნის მთლიანი ლოჯისტიკის შესწავლა დაწყებულია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, ექვსი დიდი ქვეყანა ყოველ წელს ჩვენთან ითამაშებს, შინ და სტუმრად. ბოლოს ლიონში ვიყავი, მატჩს 65 000 მაყურებელი ესწრებოდა, თითოეული თამაში 6 ერს 15-დან 20 მილიონამდე ეკონომიკას უქმნის, შემდეგ ეს ქვეყნები ამ თანხებით ცხოვრობენ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები