მადრიდის რეალი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

როდრიგო: “ვფიქრობდი ფსიქოლოგი არ მჭირდებოდა, ახლა ის ჩემი მეგობარია“

თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელებისთვის მენტალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ პრიორიტეტულია.

ამის შესანიშნავი მაგალითი ვინისიუს ჯუნიორია, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით 12 ფსიქოლოგი ემსახურება. საკუთარ თანაგუნდელს მხარი როდრიგომაც აუბა, ბრაზილიელმა შემტევმა ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული და ესპანურ მედიას ფეხბურთში ფსიქოლოგის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

როდრიგო:

„ამ საკითხზე ყველამ უნდა იფიქროს. აბსოლუტურად ყველას ვურჩევ, რომ ფსიქოლოგი მოძებნონ. თავიდან არ მინდოდა ამის გაკეთება. მეგონა ფსიქოლოგი ისეთ ადამიანებს სჭირდებოდათ, რომლებსაც რაღაც პრობლემები აქვთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივხვდი.

გავიაზრე, რომ ფსიქოლოგი ბევრ რამეში მეხმარება. ახლა ის ჩემთვის ისეა, როგორც ახლო მეგობარი. ყველაფერზე შემიძლია ვესაუბრო და საჭირო რჩევები მოვისმინო. ჩემი ფორმის გაუმჯობესების ერთ-ერთ მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.“

ცნობისთვის, ვინისუს ჯუნიორმა ფსიქოლოგებს 2021/2022 წლების სეზონის დაწყების წინ მიმართა. აღნიშნული სეზონი კი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავისთვის დღემდე გამორჩეულია.

ვინიმ ყველა ტურნირზე ერთად 52 ჩატარებულ შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. მათ შორის ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ.

რაც შეეხება როდრიგოს, ის „სამეფო კლუბის“ შეტევის ერთ-ერთი მთავარი ძალა გახდა. ამაზე მისი წლევანდელი სტატისტიკაც მეტყველებს. 43 მატჩი, 13 გოლი, 8 საგოლე გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები