თურქეთი დავამარცხეთ - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ახლოსაა (U17)
ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში თურქეთი დაამარცხა (1:3).
66-ე წუთზე მათე შათირიშვილმა ანგარიში გახსნა. 76-ე წუთზე ჰალიდ დოლტმურზიევმა ანგარიში ორამდე გაზარდა, საგოლე პასი რეზი დანელიას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე კიბილაი გულმენმა ანგარიში თავური დარტყმით შეამცირა.
მე-14 დამატებულ წუთზე დოლტმურზიევის საგოლე პასით ლაშა ხუციშვილმა მატჩის საბოლო ანგარიში დააფიქსირა.
სამწუხაროდ, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ტრავმა მიიღო და 75-ე წუთზე დავით გოგილაშვილმა შეცვალა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ყავლაშვილი, გვასალია, გლუნჩაძე (ხუციშვილი 85), ლომიძე, გოგოლი, შათირიშვილი, ელისაშვილი (რატიანი 85), დანელია, ჩიქოვანი (გოგილაშვილი 75), ჩუბინიძე (დიაკონიძე 67), დოლტმურზიევი
პირველ ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში სერბეთთან 0:2 დამარცხდა. ორი ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების აქტივში 3 ქულაა.
2 ტურის შემდეგ დანია 4 ქულით პირველზეა, სერბეთისა და საქართველოს აქტივში 3-3 ქულაა, თურქეთი 1 ქულით აუტსაიდერია. პირველადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი საუკეთესო მეორეადგილოსნებში მოხვედრის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მესამე ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდი დანიას შეხვდება. მატჩი კვლავ ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე’’ 26 მარტს გაიმართება (17:00).
ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი კვიპროსზე გაიმართება (20 მაისი - 5 ივნისი).
ფოტო: Nakrebi.ge