ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, სებასტიან ფრაისი
Aa
Aa

ბუდუს თამაში ჩვენ კარგ მუშაობაზე მეტყველებს - კარლსრუეს დირექტორი ზივზივაძეზე

 სანაკრებო მატჩების გამო საკლუბო ფეხბურთში გამოცხადებული შესვენებით „კარლსრუეს“ ვებ-გვერდის ჟურნალისტმა კარგად ისარგებლა და კლუბის სპორტულ დირექტორ სებასტიან ფრაისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მან გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელზე ისაუბრა, ბუდუ ზივზივაძის კარგ ასპარეზობას კი ხაზი განსაკუთრებით გაუსვა

რა თქვა ფრაისმა

ლუქსემბურგის ნაკრების კარში ზივზივაძის მიერ გატანილი ორი გოლი კარლსრუეს სკაუტინგის სამსახურის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. როდესაც ბუდუ დავიმატეთ, მას კარგი პერიოდი არ ქონდა, თუმცა მისი ბოლომდე გვჯეროდა და შევიდა ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორსაც ველოდით. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რის გამოც ტრანსფერების განხორციელება არ გვიჭირს. დარჩება თუ არა ზივზივაძე მომდევნო სეზონშიც? მასთან კონტრაქტი გვაკავშირებს და წასვლაზე არაფერი უთქვამს.

 ფრაისი ფეხბურთელობის პერიოდში, 2006-2009 წლებში „კარლსრუეს“ ღირსებას იცავდა და ალექსანდრე იაშვილთან ერთად, გუნდის წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა. საერთო ჯამში ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 151 შეხვედრაში მან 41 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ საუკეთესო გახდა | რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა
ბუდუ საუკეთესო გახდა | რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა