ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ჯოშუა ზირკზე, სანტიაგო ხიმენესი
Aa
Aa

ვის მოამარაგებს კვარა პასებით? ოსიმენის სავარაუდო შემცვლელები

თითქმის საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებს. მისი დამატება ინგლისის პრემიერლიგის გრანდებს სურთ და მზად არიან ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ მოთხოვნილი თანხა, 130 მილიონი ევრო გადაიხადონ. ოსიმენის შემცვლელად კი იტალიური სპორტული პრესა სამ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს.

 ყველაზე ხშირად „ფეიენოორდის“ 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელის სანტიაგო ხიმენესის პარტენოპეიში გადასვლაზე იწერება, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 35 შეხვედრაში 24 გოლია. როტერდამის კლუბთან ხიმენესს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.

 ხიმენესთან შედარებით ნაკლებად შედეგიანია „ლაიპციგის“ სლოვენიელი ფორვარდი ბენჟამინ სესკო. მან 34 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეში 195 სანტიმეტრია, საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია. ხიმენესის მსგავსად, სესკოს დამატებაც ნეაპოლელებს 50 მილიონ ევრომდე დაუჯდებათ.

 დაბოლოს, წლევანდელი სერია A-ს აღმოჩენის „ბოლონიას“ ფორვარდი ჯოშუა ზირკზე, რომლის პლუსიც ხიმენესთან და სესკოსთან შედარებით ის არის, რომ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია გავლილი აქვს. პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ ბოლონიელებს ის მიუნხენის „ბაიერნიდან“ ყავთ დამატებული და რეკორდმაისტერი ნიდერლანდელი ფორვარდის გამოსყიდვის უპირატესობით სარგებლობს.

 რომელ ფორვარდს დაიმატებს „ნაპოლი“ ოსიმენის შემცვლელად და ვის პასებით მომარაგებაზე იზრუნებს კლუბში დარჩენის შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას არ ვიცნობდი, რასაც აკეთებს შთამბეჭდავია - ჟორჟინიომ KO-ს დუეტზე ისაუბრა
კვარას არ ვიცნობდი, რასაც აკეთებს შთამბეჭდავია - ჟორჟინიომ KO-ს დუეტზე ისაუბრა