ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

ძიუდო: შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

თბილისის გრანდ სლემზე დღეს 73 კგ. კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა.

მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველო 12 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან მედლებისთვის მხოლოდ ორი განაგრძობს ბრძოლას - შავდათუაშვილი და დიმიტრი გოგლიჩიძე, რომელიც ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

გოგლიჩიძე 1/4 ფინალში საგი მუკისთან ავასატე-იპონით დამარცხდა.

შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ კანგს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულს ვაზარით მოუგო და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში პირველად, თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრის ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: მატადორი სამშობლოშია - სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა
MARCA: მატადორი სამშობლოშია - სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა