სტივენ ჩჟანგი
Aa
Aa

ინტერის პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება

„ინტერის“ პრეზიდენტი სტივენ ჩჟანგი შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. საქმე უკვე აღძრულია მილანის პროკურატურის მიერ და ჩინელ ფუნქციონერს ბრალად კრედიტორებისთვის დავალიანების გადაუხდელობა და მსხვილი ფინანსური მაქინაციები ედება.

 იტალიის სასამართლომ უკვე დაადასტურა ჰონგ კონგის ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სამშენებლო ბანკის აზიის კორპორაციას ჩჟანგმა რამდენიმე წლის წინ კრედიტის სახით გამოტანილი 320 მილიონი ევრო სასწრაფოდ უნდა გადაუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდება.

 ჩინელებს იტალიელ სამართალდამცავებთან კოორდინირებული მუშაობით უკვე დაწყებული აქვთ ჩჟანგის აქტივების დაყადაღების პროცედურა, რის შეჩერებასაც ახალგაზრდა ფუნქციონერი მაქსიმალურად ცდილობს. იმ შემთხვევაში თუ მან ამის გაკეთება ვერ მოახერხა, ჩჟანგის დაპატიმრება მის მფლობელობაში მყოფ ნერიაძურისაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს
„შენ უბრალოდ შავკანიანი ხარ“ - ჟესუსის აჩერბისთან ინციდენტს იხსენებს