ზედიზედ მე-5 გამარჯვება - ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერზე ნახევარფინალშია
ესპანეთის ქალაქ მურსიაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.
ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი მარკო ტრუნხელიტი იყო, რომელიც 2 საათსა და 41 წუთში, ურთულეს ბრძოლაში 4:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.
არგენტინელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო და ბოლო 12 შეხვედრიდან 11 ჰქონდა მოგებული.
ბოლო სეტში ბასილაშვილი 2:4-ს აგებდა, თუმცა თამაშში დროულად დაბრუნდა და ზედიზედ 4 გეიმის მოგება შეძლო.
ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი იქნება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 74 825 ევროს შეადგენს.