ლუის რუბიალესი
Aa
Aa

რუბიალესი მოქალაქეობას იცვლის - გადაურჩება ექს-პრეზიდენტი პატიმრობას?

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი პატიმრობის თავიდან ასარიდებლად გამოსავალს ეძებს. ბოლო ინფორმაციით, მან დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა, სადაც ახლა იმყოფება. ასეთ შემთხვევაში მისი ექსტრადირების მოთხოვნა გაცილებით გართულდება.

 იმ შემთხვევაში თუ რუბიალესს დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქეობას მისცემენ, მას ამ ქვეყანაში დარჩენისა და ბიზნესის კეთების საშუალებაც მიეცემა. ესპანეთის პროკურატურა კი ცდილობს ექსტრადირების საკითხი დააჩქაროს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ისინი ყოფილ ჩინოვნიკს ტელეფონით ესაუბრნენ და მან პირობა დადო, რომ სამშობლოში 6 აპრილს დაბრუნდება.

 რუბიალესის დაპატიმრების სანქცია ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გაიცა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუბიალესი საუდის არაბეთის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების წყალობით ფულს ათეთრებდა, რომლის წყალობითაც არაბებმა ესპანეთის სუპერთასის მატჩების ყოველწლიურად მათ ქვეყანაში ჩატარების უფლება მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პროკრატურამ რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა
პროკრატურამ რუბიალესის დაკავების ორდერი გასცა