გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„ლუქსემბურგთან ძალიან კარგი იყო“ | ბელგიურმა გამოცემამ ჩაკვეზე დაწერა

გიორგი ჩაკვეტაძემ ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და მისი ასპარეზობა ბელგიური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. „ჩაკვეზე“, რომელიც „გენტის“ ღირსებას იცავდა, ბელგიურმა Walfoot-მა დაწერა და მის ბოლოდროინდელ თამაშზე ისაუბრა.

„გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში გასულ ზაფხულში გაანათხოვრეს, მანამდე კი ფეხბურთის თამაშისადმი სიყვარული ხელახლა ბრატისლავის სლოვანში აღმოაჩინა. ჩაკვე ჟუპილერ ლიგის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მოიაზრებოდა, მაგრამ პრობლემები შეექმნა ნაწილობრივ იმიტომ, რომ გენტის თავკაცი, ჰეინ ვანჰაზებრუკი ნდობას არ უცხადებდა, უმეტეს წილად, კი იმიტომ, რომ გამუდმებულმა ტრავმიანობამ წინსვლის საშუალება არ მისცა.

მიმდინარე სეზონში, ჩაკვეტაძე უოტფორდს აღაფრთოვანებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კრაზანებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტეს და ჩაკვეს სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. გენტის ყოფილ ფეხბურთელს, ინგლისის ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 31 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 3 ასისტია, მაგრამ რაც მთავარია, როგორც იქნა, დადგა დრო, როცა მაღალი ინტენსივობის მატჩებში შეუძლია თამაში.

იგივე ვითარებაა ეროვნულ ნაკრებში და გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ვერსიას დაუბრუნდა. ოქტომბერსა და ნოემბერში გამართული სანაკრებო მატჩებისას, მან 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ლუქსემბურგთან კი ძალიან კარგი იყო. ჩაკვეტაძეს ჰქონდა შანსი, კვირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლის ასისტიც მისი ყოფილიყო, მაგრამ ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძის დარტყმა ძელს მოხვდა“, - წერს ბელგიური გამოცემა.

ცნობისთვის, „წითელი ლომის“ წინააღმდეგ, „ჩაკვემ’ მოედანზე 77 წუთი გაატარა და 2 საკვანძო გადაცემა გააკეთა. გიორგიმ 15-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო და 7-დან 5 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქომაგები ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ“ | ზუროსის ექს-ასისტენტი საქართველოსთან მატჩზე
„ქომაგები ჯოჯოხეთს მოგვიწყობენ“ | ზუროსის ექს-ასისტენტი საქართველოსთან მატჩზე