რობინიო
Aa
Aa

უკვე დააკავეს | რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რობინიო საკუთარ ბინაში დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, 40 წლის ბრაზილიელს ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის გამო, პატიმრობა შეეფარდა და გისოსებს მიღმა 9 წელიწადს გაატარებს.

რობინიოს ბრალი ორი წლის წინ, იტალიის სასამართლომ წარუდგინა და დამნაშავედ ცნო. იტალიის მთავრობამ მისი ექსტრადიცია მოითხოვა, მაგრამ ბრაზილიის კონსტიტუციის მიხედვით, საკუთარი მოქალაქის ექსტრადიცია აკრძალულია, რის გამოც, იტალიელმა სამართალდამცველებმა მოითხოვეს, რობინიოს სასჯელი სამშობლოში მოეხადა.

შედეგად, რობინიოს საქმეზე ბრაზილიის სასამართლომ პროცესი დაიწყო და ვერდიქტი გამოიტანა. მოსამართლემ იტალიელთა ვერდიქტი ძალაში დატოვა და რობინიო სწორედ ამის შემდეგ დააკავეს. ბრაზილიელს აპელაცია ჰქონდა შეტანილი და ამბობდა, რომ უამრავი სამხილი ჰქონდა, რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ბრაზილიური სასამართლოს მიხედვით, რობინიო სასჯელს ციხეში მოიხდის და არა საკუთარ სახლში. შეგახსენებთ, რომ რობინიოსთან მასთან ერთად კიდევ 4 ბრაზილიელი მამაკაცი გაასამართლეს. რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იტალიური სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის აღსრულების მომხრეა. მისი სასჯელი 2013 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი წინადადებები რეალურია - გერმანული გამოცემა ბუდუს ტრანსფერს არ გამორიცხავს
ახალი წინადადებები რეალურია - გერმანული გამოცემა ბუდუს ტრანსფერს არ გამორიცხავს