ეთერ ლიპარტელიანი, თემურ ნოზაძე
Aa
Aa

ოქროს მედალი და ხელის თხოვნა | ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს, ქართველმა ჯუდოკამ, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი აიღო. ლიპარტელიანი ფინალში კანადელ ჯესიკა კლიმკეიტს დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა.

ოქროს მედლის მოგების შემდეგ, თემურ ნოზაძემ, რომელიც ასევე ჯუდოკა გახლავთ, ლიპარტელიანს სიურპრიზი გაუკეთა. ნოზაძემ ეთერს ხელი სთხოვა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემზე ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში ნატალია ელკინას სძლია. ეთერმა მეორე მატჩი მინა ლიბეერის წინააღმდეგ გამართა, მეოთხედფინალში კი მარიცა პერიშიჩს აჯობა. ნახევარფინალში, ლიპარტელიანმა კაია კაიზერი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა.

ცნობისთვის, დღეს ტატამიზე 16 ქართველი ჯუდოკა გავიდა და ლიპარტელიანის გარდა, მედლის მოპოვების შანსი გიორგი სარდალაშვილს ჰქონდა, მაგრამ რეპეშაჟში ბალაბაი აღაიევთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი წინადადებები რეალურია - გერმანული გამოცემა ბუდუს ტრანსფერს არ გამორიცხავს
ახალი წინადადებები რეალურია - გერმანული გამოცემა ბუდუს ტრანსფერს არ გამორიცხავს