ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტიან ძაკარდო, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

რა ფასად დათმობს ნაპოლი კვარას? დე ლაურენტისმა ქართველი შეაფასა

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ იტალიურ, უფრო მეტად კი ნეაპოლის სპორტულ პრესაში ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. გუშინ, Corriere del Mezzogiorno-მ სანდრო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა 23 წლის ქართველის სატრანსფერო ღირებულებად 150 მილიონი ევრო დაადგინა. თანაც, კონტრაქტშია მითითებული, რომ ეს თანხა მხოლოდ არაიტალიური კლუბებისთვის არის დაწესებული, სერია A-ს წარმომადგენლებს კი გაცილებით უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევთ.

 კულუარული ინფორმაციით, დე ლაურენტისი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში ხვიჩას აგენტს მამუკა ჯუღელსა და კრისტიან ძაკარდოს შეხვდა, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე იყო საუბარი. როგორც ამბობენ, ხელფასის სახით ფეხბურთელისთვის მხოლოდ  1 მილიონი ევროს მომატება შესთავაზეს, რაზეც აგენტი უარს აცხადებს და შესაბამისად, კვარას წასვლაც უფრო რეალური ხდება.

 მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 შეხვედრაში „ნაპოლის“ 77-ე ნომერის ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე