ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი: ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. დღეს ტატამზე 16 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ოქროს მედლის შანსს მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ინარჩუნებს, რომელიც უკვე ფინალშია. გიორგი სარდალიშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სერბი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანი ნახევარფინალში სლოვენიელ კაიზერს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დაამარცხა.

ფინალში ეთერის მეტოქე კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე იქნება.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ცნობისთვის, მასპინძლის სტატუსის გამო, საქართველოს დელეგაციას როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში 4-4 ძიუდოისტის გამოყვანის უფლება აქვს და როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდის მწვრთნელებს ვაჟებში ეს კვოტა მაქსიმალურად აქვთ ათვისებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: მატადორი სამშობლოშია - სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა
MARCA: მატადორი სამშობლოშია - სადაც კი მივიდა ყველგან სიგიჟე დახვდა