ბითაძის 4 წუთი და 4 ქულა - ორლანდომ ზედიზედ მეხუთედ მოიგო
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ ორლეანს“ 121:106 მოიგო და პლეი-ოფისკენ დამაჯერებელი სვლა განაგრძო.
ბითაძემ ჯამში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი 4 ქულა და 1 გადაცემა იყო.
პირველი მეოთხედის დათმობის შემდეგ, „ორლანდომ“ მატჩზე კონტროლი დააწესა და საბოლოოდ დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწია.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ორლანდოს“ ამერიკელი გამთამაშებელი ჯალენ საგსი იყო, რომელმაც 27 წუთში 22 ქულა, 2 გადაცემა და 1 მოხსნა გაიფორმა.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 42 მოგებითა და 28 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება. გოგას გუნდი მომდევნო 5 შეხვედრას შინ ჩაატარებს. პირველი მეტოქე კი „საკრამენტო“ იქნება.