მაქსიმ შანო, ანტონი მორისი, ლორან იანსი
Aa
Aa

დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არაა - ლუქსემბურგელთა შეფასებები

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელები ლუქსემბურგელ ჟურნალისტებს ესაუბრნენ. გთავაზობთ, რამდენიმე მოთამაშის კომენტარს.

მაქსიმ შანო, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის „აიაჩოს’’ მცველია, ფიქრობს რომ საქართველო ლუქსემბურგზე უკეთესი გუნდი არაა: „გაღიზიანებული ვარ, განსაკუთრებით იმით, როგორც პირველ ტაიმში ვითამაშეთ. დავმარცხდით გუნდთან, რომელიც ჩვენზე უკეთესი არაა. შესაძლოა, უფრო გამოცდილია, მაგრამ არა ჩვენზე უკეთესი''.

მეკარე ანტონი მორისი: „ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ, გაგვიმართლა რომ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით’’.

კაპიტანი ლორან იანსი: „ჩვენი ოცნება დაიმსხვრა’’.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთია, ნახევარფინალში ბერძნებმა შინ ყაზახეთი 5:0 გაანადგურეს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში მეორედ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთი მატჩის მოგება სჭირდება. იმედია, ქართველი ფეხბურთელები ამჯერად მაინც მოახერხებენ ისტორიული შედეგის დაფიქსირებას, ობიექტურად, სუფთა საფეხბურთო კუთხით ფავორიტი საბერძნეთია, თუმცა საქართველოს ნაკრების გუნდური სულისკვეთება, ლუქსემბურგთან გამარჯვებით გაზრდილი თავდაჯერება, კვარაცხელიას დაბრუნება და ქომაგთა როლი გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ასევე, მნიშვნელოვანია რომ ეროვნულ ნაკრებს გამოცდილი ჩამშლელი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დაუბრუნდა, რომლის გარეშე საბერძნეთთან გამარჯვება თითქმის გამორიცხულია, რადგან ასეთი დონის გუნდებთან გამარჯვებისთვის მაღალი დონის ჩამშლელის მოედანზე ყოფნა აუცილებელია.

ფლეი-ოფის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირება 26 მარტს „დინამო არენაზე'' გაიმართება, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს შოუ, გაუქმებული გოლი და წითელი | საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ფინალშია
ბუდუს შოუ, გაუქმებული გოლი და წითელი | საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ფინალშია