გუსტავო პოიეტი
Aa
Aa

„შესანიშნავი ფეხბურთელი უბრუნდებათ“ | ბერძენთა თავკაცმა საქართველოზე ისაუბრა

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ურუგვაელი სპეციალისტის გუნდმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში „ჯვაროსნებს“ 26 მარტს შეხვდება. პოიეტის თქმით, საქართველო კარგი გუნდია და სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენს გეგმებში ყოველთვის იყო. ერთი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. საქართველოსთან ინტენსიური და რთული შეხვედრა გველოდება და მაღალი დონე უნდა ვაჩვენოთ. თავის გასამართლებელი მიზეზები და ტრავმები არ გვაქვს. ყველა ბედნიერია, მაგრამ აღფრთოვანება გვერდზე უნდა გადავდოთ და ფინალზე ვიფიქროთ.

საქართველოს ნაკრები, ყაზახეთის მსგავსად, 3 ცენტრალური მცველით და უინგ-ბექებით თამაშობს. ჩვენი მომდევნო მეტოქე კარგი გუნდია და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. მათ შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ (ხვიჩა კვარაცხელიას გულისხმობს), რომელიც ჩვენთან თამაშში დაუბრუნდებათ და რთული შეხვედრა გველოდება. თუმცა, მარტივი მატჩი არც მათთვის იქნება. საკუთარ თავი ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ და მიზანს მივაღწიოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს ბუდუ ზივზივაძის დუბლით 2:0 სძლია. და საბერძნეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ სკანდალური, შემდეგ კი საკამათო გადაწყვეტილება“ | ლუქსემბურგული პრესა ნაკრების მარცხზე
„ჯერ სკანდალური, შემდეგ კი საკამათო გადაწყვეტილება“ | ლუქსემბურგული პრესა ნაკრების მარცხზე