ნიკა ეგაძე
Aa
Aa

პირადი რეკორდი | ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა

კანადის ქალაქ მონრეალში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, ყინულზე მამაკაცი მოციგურავეები გავიდნენ და საქართველოს სახელით 21 წლის ნიკა ეგაძემ იასპარეზა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 92.08 ქულა (53.50 ტექნიკურ ელემენტებში, 38.58 პრეზენტაციაში) დაიმსახურა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. აქამდე ეგაძის საუკეთესო მაჩვენებელი 85.76 ქულა იყო. ნიკა მე-7 ადგილზე ადგილზე იმყოფება და თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობას ზეგ მიიღებს.

ცნობისთვის, მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილს იაპონელი შომა უნო იკავებს, რომელსაც 107.72 ქულა აქვს. მეორე პოზიციაზე ასევე იაპონელი იუმა კაგიამა იმყოფება - 106.35 ქულა. მესამე ადგილს ილია მალინინი იკავებს - 105.97 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე