გიორგი ჭიაბრიშვილი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი: „ამ თამაშში მთავარი ფსიქოლოგიური განწყობაა, იმედიანად ვარ“

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგს ხვდება. მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ქართველმა სპეციალისტმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„იმედიანად ვარ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებს ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ნახევარი საქმეა, როცა სტადიონი სავსეა და ასე გქომაგობენ. მუხტი ძალიან დიდია და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. შემადგენლობას რაც შეეხება, ბევრი სიურპრიზი არაა, მაგრამ ორი ფორვარდის დაყენება ნიშნავს, რომ შევუტევთ და პირველი ნომერი ვიქნებით. ერთადერთი მოულოდნელობა ძირითადში ჯაბას არყოფნაა, მაგრამ მწვრთნელებმა უკეთ იციან, რას აკეთებენ.

უდიდესი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ესაა თამაში, რომელშიც წაგება გავარდნას უდრის. უკან ვერაფერს დავაბრუნებთ და მეტოქეს ჩვენი თამაში უნდა მოვახვიოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე შანსი არ არსებებს და სიფრთხილე აუცილებელია.

ვილი სანიოლის მთავარი ამოცანა გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადებაა მოსაგებად. ამ თამაშში გადამწყვეტი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ტაქტიკა მეორეხარისხოვანია და პირველი ფსიქოლოგია და განწყობაა. რაც არ უნდა თქვა, ფსიქოლოგიასა და განწყობაზე მთავარ გავლენას გუნდის თავკაცი ახდენს და ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის წყვილის გამარჯვებული ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირების მეორე მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. თბილისის დროით, 23:45-ზე, საბერძნეთი ყაზახეთს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე