ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, რიკარდო ტრევიზანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ტრევიზანიმ ინტერვიუ Cronache di Spogliatoio-ს მისცა და გასულ და მიმდინარე სეზონში „კვარას“ მიერ ნაჩვენები თამაში შეადარა.

„კვარაცხელიას ჩემპიონისთვის დამახასიათებელი ტალანტი აქვს. გასულ სეზონში, მეგონა, რომ რეალისნაირ კლუბში შეეძლო თამაში და ისეთი ფეხბურთელების სიას მიეკუთვნებოდა, როგორებიც კილიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი არიან. მიმდინარე სეზონში, ოდნავ სხვანაირად ვფიქრობ.

კვარაცხელია საოცრად ტექნიკური ტალანტია, მაგრამ ვშიშობ, პირველი ჯგუფის ფეხბურთელებს შორის აღარაა და მეორე ჯგუფშია. მას ნაპოლიში 24 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე თავი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა. დიდ მატჩებში ვერ გააქვს. ვერც იტალიაში, ვერც ლიგაზე და ის ორი ბურთი აიაქსს გაუტანა. მათგან ერთი პენალტი იყო და მახსოვს, თერთმეტმეტრიანიც, რომელიც მილანთან გააფუჭა“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას საერთო ჯამში, 38 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, „კვარამ“ 8 შეხვედრა გამართა და 1 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე