ილია თოფურია, იუსეფ ზალალი
Aa
Aa

„მისთვის ყველაზე რთული მეტოქე მე ვიყავი“ | რას ამბობს ილიას ყოფილი მოწინააღმდეგე

ილია თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა 2020 წლის 11 ოქტომბერს გამართა და იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა. „ელ მატადორმა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და ზალალი, რომელსაც UFC-ში ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა, დამაჯერებლად დაამარცხა.

2022 წელს, ზალალი UFC-დან გაუშვეს, თუმცა მაროკოელმა ზედიზედ 3 ჩხუბში იმარჯვა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დაბრუნდა. იგი UFC-ში მომდევნო უქმეებზე იჩხუბებს და ღონისძიებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, „ელ მატადორზე“ ისაუბრა.

„ილია თოფურიასთვის ყველაზე რთული მეტოქე მე ვიყავი. ჯოშ ემეტსაც გადაწყვეტილებით მოუგო, მაგრამ გამარჯვება არ გასჭირვებია. როცა რაუნდს 7:10-ს აგებ, სალაპარაკოც არაფერია. ილიამ დააფინიშა მებრძოლი, რომელსაც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არც ერთხელ წაუგია (ალექსანდრ ვოლკანოვსკიზე საუბრობს) და ვოლკის წაგებამ გული მატკინა, თუმცა, მივხვდი, როგორც მებრძოლს, რა შემიძლია“.

ცნობისთვის, „მაროკოელი ეშმაკის“ მომდევნო მეტოქე ბილი ქუარანტილიოა, რომელსაც კარიერაში 23 ბრძოლა აქვს გამართული და 18-ჯერ იმარჯვა. მათი ჩხუბი თბილისის დროით, 24 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყო ადამიანი ხარ“ - კახა კალაძემ ილია თოფურიას უმასპინძლა
„საამაყო ადამიანი ხარ“ - კახა კალაძემ ილია თოფურიას უმასპინძლა