გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოში მეშვიდეა | Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ფასმა მოიმატა

Transfermarkt-მა ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილსაც შეეხო და 23 წლის გოლკიპერის ფასმა კიდევ ერთხელ მოიმატა.

„მამარდა“ 30 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ბოლო მონაცემებით კი მისი ღირებულება 35 მილიონი გახლავთ. მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი გახდა და ხოსე გაიას გადაუსწრო, ვისი ფასიც Transfermarkt-ზე უცვლელი დარჩა - 30 მილიონი.

„ღამურების“ ფეხბურთელი Transfermarkt-ზე მე-7 ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, ლა ლიგაში - პირველი. „მამარდა“ მხოლოდ დიოგუ კოშტას (45 მილიონი), ჯანლუიჯი დონარუმას (40 მილიონი), გრეგორ კობელს (40 მილიონი), ედერსონს (40 მილიონი), ანდრე ონანას (40 მილიონი) და მაიკ მენიოს ჩამორჩება (40 მილიონი).

საინტერესოა, რომ მთლიანად ლა ლიგაში, მამარდაშვილზე ძვირად Transfermarkt-ზე 26 ფეხბურთელია შეფასებული. ქართველ მოთამაშეთა შორის კი მასზე ძვირი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია ღირს - 80 მილიონი ევრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე