აურელიო დე ლაურენტისი, ლეონ გორეცკა, ვიქტორ ოსიმენი, გეორგი სუდაკოვი, სანტიაგო ხიმენესი
Aa
Aa

ვის დაიმატებს ნაპოლი? გეგმები ოსიმენის წასვლის შემდეგ

ვიქტორ ოსიმენს ჯერჯერობით საჯაროდ არ დაუდასტურებია „ნაპოლის“ დატოვება, თუმცა იტალიური სპორტული გამოცემები ხშირად წერენ იმის თაობაზე, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში პარტენოპეიდან წავა და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას 130 მილიონ ევროდ გეგმავს, აღებული თანხა კი გუნდის განახლებას მოხმარდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნეაპოლელები არამხოლოდ თავდასხმის, არამედ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზეც იზრუნებენ. კერძოდ, საუბარია „ბაიერნისა“ და „შახტარის“ ფეხბურთელების ლეონ გორეცკასა და გეორგი სუდაკოვის დამატებაზე. ოსიმენის ნაცვლად კი „ნაპოლიში“ „ლილიდან“ კანადელი ფორვარდის ჯონათან დეივიდის ტრანსფერზე ფიქრობენ. იმ შემთხვევაში თუ ეს გარიგება ჩაიშლება, ალტერნატიულ ვარიანტად როტერდამის „ფეიენოორდიდან“ სანტიაგო ხიმენესის ყიდვა იგეგმება.

 ოსიმენის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 11 გოლია და ბომბარდირთა დავის ლიდერს ლაუტარო მარტინესს 12 ბურთით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ დროს ეფექტურობას კარგავს“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე
„ასეთ დროს ეფექტურობას კარგავს“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე