გურამ საღარაძე
Aa
Aa

სეოკ-ის პრიზი ჭიდაობის ლეგენდას - გურამ საღარაძეს 85 წელი შეუსრულდა

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გურამ საღარაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ერთგზის ჩემპიონს ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური პრიზი - ოლიმპიური ალი და ფულადი ჯილდო გადასცა.

 ღონისძიებას ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები დაესწრნენ. გურამ საღარაძე 1921 წლის 21 მარტს თბილისში დაიბადა. საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ტიტულების გარდა, ის 3-ჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. კარიერის დასრულების შემდეგ, საღარაძემ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერი გახდა. 2003 და 2013 წლებში კი, თბილისის საპატიო მოქალაქისა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოჭიდავეების 8 ოქრო ტალინში
მოჭიდავეების 8 ოქრო ტალინში