დანი ალვეში
Aa
Aa

ბრაზილიის პრეზიდენტი ალვეშზე: „ფულს არ შეუძლია დანაშაული გამოისყიდოს, ეს უსამართლობაა“

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ დანი ალვეშის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება გააკრიტიკა.

ბრაზილიის მუშათა პარტიის დაარსებიდან 44 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, სახელმწიფოს მეთაურმა ალვეშის გირაოს ფაქტს უსამართლო უწოდა.

„ეს უსამართლობა, რომლის შესახებაც არ შეიძლება გავჩუმდეთ. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ დანი ალვეშის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ ის გადაიხდის. ბავშვობაში, როცა პერნამბუკოში ვცხოვრობდი, გავიგე, რომ ხალხი ასე ამბობდა: „ვისაც 20 მილიონი რეალი აქვს, არ დააპატიმრებენ“. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ტენდენცია გრძელდება.

ფული, რომელიც დანი ალვეშს აქვს, ან ის ფული, რომელიც მას შესაძლოა ვინმემ ასესხოს, ვერ გამოისყიდის იმ დანაშაულს, რომელსაც მამაკაცი გაუპატიურებით სჩადის. ორ ადამიანს აქვს სექსი და ეს უნდა იყოს შეთანხმებული. ამ შემთხვევაში დანაშაული იქნა ჩადენილი“,

- თქვა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

ალვეშის საქმის დეტალები

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში ღამის კლუბში გოგოს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს და 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ალვეშის მხარემ 150 ათასი ევროს სანაცვლოდ მუხლი იყიდა, რომელიც 9,5 წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

საბოლოოდ, ალვეშს 4,5 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი მიესაჯა.

ამის შემდეგ ალვეშმა განაჩენის ძალაში შესვლამდე ციხიდან გათავისუფლება ითხოვა და ბარსელონას სასამართლომ მისი 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოშვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე
„მგონია, რომ 2:0-ს მოვიგებთ“ - თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩზე