პეპ გუარდიოლა, მატეო კოვაჩიჩი
Aa
Aa

კოვაჩიჩი: ახლა ვხვდები რატომაც თვლიან პეპს საუკეთესოდ - რაც მითხა ყველაფერი ახდა

მატეო კოვაჩიჩმა პეპ გუარდიოლასთან მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა უკვე ხვდება, თუ რატომ თვლიან პეპს მსოფლიოში საუკეთესოდ.

- ის, რომ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტი თქვენს ტრანსფერს დაჟინებით ითხოვდა, ეს არის თქვენი თამაშის აღიარება?

„ეს ყველაფერი მშვენიერია. რაც ადრე გუარდიოლას შესახებ მსმენია, ახლა უკვე განვიცადე და ეს ათჯერ უკეთესია. მოთამაშემ ეს თავად უნდა განიცადოს, რომ გაიგოს მისი გამოცდილების ფარგლები და განსაკუთრებული მიდგომა. ყველაფერი, რაც მან ტრანსფერამდე მითხრა, რაც მან იწინასწარმეტყველა, ზუსტად ასე ხდება. არც მეტი არც ნაკლები. და ეს ყველა გაგებით საოცარია. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ“.

- შენ პირველი არ ხარ, ვინც ამას ამბობ. შეგიძლიათ ეს ცოტა უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ?

„აქ ბევრი ფილოსოფია არ არის, პირიქით. ვფიქრობ, მისი ახსნა-განმარტების სიმარტივე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს იმას, რის მიღწევასაც ცდილობს, ამ წარმატების დიდი მიზეზია. გუარდიოლა არის ზედმიწევნითი, ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც დაწერილია, ის მიუთითებს როგორ მივაღწიოთ რაღაცას და ყოველთვის აქვს გეგმა B ან C იმ შემთხვევაში, თუ გეგმა A არ მუშაობს.

ამიტომ ჩვენ სწრაფად ვეგუებით მოედანზე არსებულ ვითარებას - თამაშის დროს ყოველთვის გვაქვს გამოსავალი საგანგებო სიტუაციებისთვის. გუარდიოლა ყველაფერს წინასწარ ხედავს და მიკვირს, როგორ ვაღიარებ თამაშის დროსაც კი იმ სიტუაციებს, რაზეც ის გვაფრთხილებდა და რისთვისაც გვამზადებდა“.

– ამბობენ, რომ ძალიან მომთხოვნია, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, მატჩის წინ მისი შეხვედრები რთული და ხანგრძლივია?

„მეჩვენება, რომ ყველაფერი პირიქითაა. ის არის თავდაჯერებული თავის ახსნა-განმარტებებში, ძალიან მკაფიო იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამავე დროს ლაკონური. მას სურს, რომ მთლიანად კონცენტრირებულები ვიყოთ იმაზე, რასაც ის მიუთითებს და მე ვამჩნევ, როგორ წარმატებით ინარჩუნებს ამას“.

- გუარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია იმ თითქმის 20-დან, რაც კარიერაში გყავდათ?

„თითოეული მწვრთნელისგან სხვადასხვა დროს რაღაცას სწავლობ. მადლობა ღმერთს, ვიმუშავე შესანიშნავ სპეციალისტებთან. სარისთან ძალიან კარგად ვიმუშავე და განსაკუთრებული კავშირი მაქვს ტუხელთან, რომლის დროსაც წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ. მაგრამ გუარდიოლამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მე ვხედავ, რატომ თვლის მას ბევრი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელად, ალბათ ისტორიაში საუკეთესოდაც კი.

თქვენ იცით, რომ პეპი ისეთი მწვრთნელია, რომელიც მოთამაშეს სკამზე დატოვებს, თუ იგი საუკეთესო ფორმაში არ არის. რაც არ უნდა მოსწონდეს ის, რამდენად პატივსაც არ უნდა სცემდეს. ვინც არ ჯდება მის დოქტრინაში გუნდური მუშაობის შესახებ, ვერ გადარჩება, მიუხედავად იმისა რა წერია მის კონტრაქტში.

ამიტომაც თავისუფლად ვამბობ იმას, რასაც მის შემოქმედებაზე ვფიქრობ. თუ არ ვითამაშებ იმ დონეზე, რასაც ის ელოდება, სკამზე წავალ და ეს არის გულწრფელი ურთიერთობა, რომელზეც ადრე ვისაუბრე.

ამბიციები დიდია, არის მათი განხორციელების პირობები და ამიტომ ნორმალურია ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმის მოლოდინი. მწვრთნელს არ უყვარს დიდი შემადგენლობები, ამიტომ როტაციას მიმართავს და სათამაშო დროს ანაწილებს ფეხბურთელებს ფორმაში რაც შეიძლება დიდხანს ინარჩუნებს. სწორედ აქ ვპოულობთ ხსნას გადატვირთული კალენდრის დროს და ეს გუნდისთვის შესანიშნავია, რადგან ყველა მოთამაშე თავს პროექტის ნაწილად გრძნობს“,

- განაცხადა კოვაჩიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ დროს ეფექტურობას კარგავს“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე
„ასეთ დროს ეფექტურობას კარგავს“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე