ფრანჩესკო აჩერბი, ჟუან ჟეზუში
Aa
Aa

ჟუან ჟესუსი: რასისტებს პატარა ტვინი აქვთ - ჩვენ ღმერთმა ყველანი ერთნაირად შეგვქმნა

ჟუან ჟესუსი იმედოვნებს, რომ ფეხბურთის მმართველი ორგანოები რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.

„ინტერთან“ მატჩისას აჩერბიმ ჟესუსს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მოუბოდიშა, თუმცა მეორე დღეს პოზიცია კვლავ შეცვალა.

„სამწუხაროდ, რასიზმი არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვაწყდებით. ზოგი საუბრობს გაუმჯობესებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი კანონი არ სრულდება. სამწუხაროა, რადგან ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ - თეთრკანიანები, შავკანიანები და ყველა დანარჩენი. მე მჯერა, რომ ჩვენ ღმერთის შექმნილი ვართ და ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს - ვიცხოვროთ დედამიწაზე და არ არსებობს განსხვავებები.

სამწუხაროდ, რასიზმი სტადიონებზე ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ უნდა გავიზარდოთ, როგორც ხალხი და ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვას. ჩვენ ადამიანები ვართ, გვაქვს გული, სული და ტვინი და ვიმედოვნებ, რომ უფრო მკაცრი კანონები მიიღება ამ პრობლემის შესაჩერებლად.

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა იყოთ ძლიერი, რასისტებს პატარა ტვინი აქვთ. თქვენ უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე: მე ვიცი, რომ მე ვარ სრულყოფილი, როგორც ღმერთმა შემქმნა და მე აქ ვარ ჩემი ოცნებისთვის, რომ ვითამაშო ფეხბურთი. მნიშვნელოვანია საკუთარი თავი შეიცნოთ და ყოველთვის ისაუბროთ, თუ თქვენს წინააღმდეგ რასისტული შეურაცხყოფა იქნება. ახალგაზრდებს ვურჩევ, იყოთ მტკიცე სულით - სამწუხაროდ, რასიზმის აქტები მუდმივად ხდება. თქვენ უნდა იყოთ ძლიერები და არავის მოუსმინოთ“.

- განაცხადა ჟესუსმა.

შეგახსენებთ, რომ აჩერბის ქმედებაზე გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას იტალიის ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9-წლიანი პატიმრობა - რობინიო სასჯელს ბრაზილიაში მოიხდის
9-წლიანი პატიმრობა - რობინიო სასჯელს ბრაზილიაში მოიხდის