ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლა მორა
Aa
Aa

„ასეთ დროს ეფექტურობას კარგავს“ - ნაპოლის ყოფილი მცველი ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლა მორამ Radio Amore Campania-ს ეთერში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ შემტევს „პარტენოპეის“ შეტევით ფაზაში გადამწყვეტი როლი აქვს.

რას ამბობს მორა:

კვარაცხელიაზე ვიტყვი, რომ როდესაც მოთამაშეს შეტევითი ნახევარდაცვის კრიტიკულ ფაზას აშორებ, სადაც მან რეალურად უნდა გვაჩვენოს თავისი ხარისხი და თვისებები, ბუნებრივია, რომ ეფექტურობას დაკარგავს. ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ძლიერი ფეხები, უნარები და ფლანგზე თამაშის ორგანული თვისებები აქვს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მისი თვისებები იკარგება. მას უყვარს მცველზე პირისპირ წასვლა, ბურთის ტარება და რიცხობრივი უპირატესობის შექმნა და თუ კარიდან 70 მეტრში ვათამაშებთ, დაცვითი ფაზიდან, იძულებული ხდება, რომ ერთზე მეტ მოწინააღმდეგეს გასცდეს და ეს პროგნოზირებადს ხდის. ჩვენ გვახსოვს ისეთი კვარა, რომელიც ნახევარდაცვაში ბურთს ატარებდა, თამაშს ქმნიდა, კარისკენ ურტყამდა და ასისტებს აკეთებდა, ის იმითაც იყო განპირობებული, რომ გუნდი დაცვით ფაზაში ძირითადად 30 მეტრის არეალში თამაშობდა და ნახევარდაცვასაც მეტ თავისუფლებას აძლევდა. თავის დროზე, არ მომწონდა, როდესაც ინსინიე მარცხენა მცველის როლს ასრულებდა და ამ შემთხვევაში, არც კვარა მომწონს. მართალია, ამას პოლიტანოც აკეთებს, თუმცა, ეს იშვიათად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა ხდებოდეს და სისტემატური რუტინა არ უნდა იყოს.

44 წლის ნიკოლა მორა პროფესიონალური კარიერის დროს მარცხენა მცველი იყო და „ნაპოლიში“ ჯერ 1998-2000 წლებში, შემდეგ კი 2004-2005 წლებში თამაშობდა. ვეტერანმა მაისურმა „პარტენოპეის“ მაისურით ყველა ტურნირზე 75 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა შემტევმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება
სიტი გრილიშის გაყიდვას გეგმავს - შემცვლელად კვარა განიხილება